ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება.
დღეს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა, შედეგად ქვეყანაში განაკვეთი 10.5%-მდე შემცირდა.
სებ-ის თანახმად, ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
“წლის ბოლოს და მთელი წლის განმავლობაში მოველით, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ ეს დროებითია. რაც შეეხება წამლებზე ფასების შემცირებას, ამას გავლენა ჰქონდა და მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. ეს სოციალურად რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ინფლაცია. აქედან გამომდინარე, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მაინც ვინარჩუნებთ. განაკვეთების შემცირების მიუხედავად, კიდევ ველით, რომ განაკვეთი შემცირდება, წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა მაინც გამკაცრებული დარჩება”,-განაცხადა მესტვირიშვილმა.
მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…